- 1984 წლიდან გასტროლები
საზღვარგარეთის ქვეყნებში.

 |
| ზურაბ ვადაჭკორია 20 წლის |
- 1986 წელს ამთავრებს, საცირკო-საესტრადო
ხელოვნების, სახელმწიფო სასწავლებელს
და იწყებს ლექციების კითხვას ილუზიისა და ილუზიონისტების შესახებ, ამავე
სასწავლებელში.
- 1886 წელს აყალიბებს, საქართველოს
ილუზიონისტთა კლუბს და
ირჩევენ, ამ კლუბის პრეზიდენტად
- 1988-1990 წლებში, მოსკო䪸Źს ერშოსო
ილუზიონისტთა ფესტივალ -
''ჯადოსნურ აღლუმში'' გამარჯვებული.
- 1991 წლიდან ირჩევენ, ილუზიონისტთა
საერთაშორისო საძმოს წევრად
- 1992 წელს აკეთებს, ორსაათიან საილუზიო
სპექტაკლს ''მაგიური შოუ''
- 2000 წელს საქართველოს პრეზიდენტი,
აჯილდოვებს ''ღირსების ორდენით''.”
- 2003 წელი ზურაბ ვადაჭკორია ათასობით მაყურებლის თვალწინ იმეორებს გარი გუდინის ცნობილ ტრიუკს, მას ხელებს უკრავენ ბორკილებით, მთლიანად კრავენ ჯაჭვით და ათავსებენ ფოლადის ყუთში, რობელსაც უშვებენ მდინარე მტკვარში, მეტეხის ხიდთან.”
წყალში მან დაჰყო 6 წუთი რის შემდეგაც მოახერხა თავის დაღწევა და განცვიფრებული მაყურებლების თვალწინ გამოსცურა ნაპირთან.



|
2003 წლის 16 ივლისი. 23 საათზე უამრავი მაყურებლის თვალწინ და ტელეკომპანია "მზეს" პირდაპირი ჩართვით და ჩვენებით, ცნობილმა ქართველმა ილუზიონისტმა ზურაბ ვადაჭკორიამ თავისი მეთოდით ჩაატარა ცნობილი ილუზიონისტ, ჰარი გუდინის ნომერი: "გაქცევა ჩინური წყლის ციხიდან"
შუშის აკვარიუმი სიმაღლით 1მ 90სმ ასხია ერთ ტონამდე წყალი ილუზიონისტ ზურაბ ვადაჭკორიას ხელ-ფეხს უკრავენ რკინის ჯაჭვებით. მას შემდეგ ადებენ რკინის კლიტეებს. ფეხზე ადებენ 40 კგ-იან ბოქლომს და თოკებით უშვებენ წყლით სავსე აკვარიუმში.
სხეული მთლიანად იფარება წყლით, აფარებენ რკინის სახურავს შემდეგ ადებენ ორ ბოქლომს თავიდან ბოლომდე კრავენ ჯერ რკინის ჯაჭვებით ისე რომ არც ერთი ვარიანტი არ ჰქონდეს იქიდან გამოსვლის.
ორ წუთში იწევა ფარდა და მაყურებლის თვალწინ სველი და სუნთქვა აჩქარებული იდგა გარეთ, წყლით სავსე აკვარიუმის წინ.
აკვარიუმი იყო ისევ იმ მდგომარეობაში, ბოქლომით დაკეტილი და ჯაჭვებით შეკრული, მხოლოდ აკვარეუმში შიგნით წყალში ეყარა ბოქლომები, ჯაჭვები და კლიტეები რომელიც მას ზედ ჰქონდა
მაყურებელმა ვერ დაფარა სიხარული, განცვიფრება და მას ულოცავდნენ კოცნიდნენ, ზოგს შიშისაგან ცრემლი მოსდიოდა და როცა ის ცოცხალი გამოჩნდა მაყურებელმა ტაშით და კოცნით მოუხადა მადლობა.
ეს ნომერი 76 წლის უკან შეასრულა ჰარი გუდინმა. ილუზიონისტმა ზურაბ ვადაჭკორიამ თავისი ვერსიით და მეთოდით გაიმეორა.
ილუზიონისტის აზრი: ძალიან ძნელი ნომერია. ამ ნომრის ყოველდღე გაკეთება შეუძლებელია ძალიან სახიფათოა, როგორც ილუზიონისტი მე ეს უნდა გამეკეთებეინა და გავაკეთე კიდეც. მე მადლობელი ვარ ყველა იმ ხალხის, ვისაც უყვარს ილუზიის ჟანრი
 |
|








|
2007 წლის 10 ივნისს, ხალხის წინაშე, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში დღის 3 საათზე, ილუზიონისტმა ზურაბ ვადაჭკორიამ წარმოადგინა თავისი სახიფათო ნომერი "გაქცევა ელექტრონული კაფსულიდან". იგი დააბეს ხელბორკილებით, ჩაკეტეს რკინის ელექტრო კაფსულაში, რომელიც დალუქულ იქნა ბოქლომებით და ჯაჭვებით. გარდა ამისა, რკინის კაფსულა მიერთებული იყო 3000 ვოლტ ელექტროგაყვანილობასთან. ილუზიონისტ ზურაბ ვადაჩკორიას ჰქონდა სულ 3 წუთი იმისათვის რომ დაეღწია თავი კაფსულიდან, რადგან ამ დროის გასვლის შემდეგ, კაფსულაში უნდა შეეშვათ ელექტროენერგია. მეტი თავდაჯერებულობისათვის და სიტუაციის დასაძაბად, ილუზიონისტმა თხოვა მაყურებელს ალყა შემოერტყათ რკინის კაფსულის ირგვლივ. ტაიმერი ჩაირთო, თუმცა ელექტრო ენერგია 3 წუთით ადრე იქნა შეშვებული კასულაში. როდესაც კაფსულას თავი ახადეს, ხალხის გასაოცრად, იქ არავინ იმყოფებოდა: ილუზიონისტმა შეძლო და თავი დააღწია ელექტრო კაფსულას. რამდენიმე წამის შემდეგ მაყურებელმა იგი დაინახა იქვე მდგომ სახლის ფანჯარაში, ხოლო შემდეგ კი იგი უეცრად რუსთავი 2-ის წამყვანის გვერდით აღმოჩნდა.
საილუზიო ნომერი მართლაც სახიფათო იყო, თუმცა ზურაბ ვადაჭკორიამ უპრობლემოდ შეასრულა იგი. ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია მადლობას უხდის ხელშეწყობისათვის რუსთავი2-ს, კომპანია მაგთის, TBC ბანკს და ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ საბავშვო თეატრს. .
1981 წლის გადაღება
|

ასტროფიზიკოსი აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე გადასცემს მისი სახელობის ვარსკვლავს

საქართველოს საფოსტო მარკა

მეოთხე ფერადი წიგნი გამოიცა 2008 წელს

|
|